logo_geo
eng_logo
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
- +

19 დეკემბერი. 2020. 11:50

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში ინფიცირების 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 388 პაციენტი.

 

ინფიცირების აქტიური შემთხვევები რეგიონში 4 170 – მდე შემცირდა. მათ შორის 741 კლინიკებში, 927 კოვიდსასტუმროებში, 2 502 პაციენტი კი ბინაზე მკურნალობს.

 

133 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 42 მართვით სუნთქვაზე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

 

კლინიკები დღეს 87-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

 

საერთო ჯამში აჭარაში „კოვიდ-19“ 27 925-მა ინფიცირებულმა დაამარცხა.

 

საქართველოში დღეს კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner