logo_geo
eng_logo
გიორგი ჩაკვეტაძე: ეს ნაბიჯი ხელისუფლების ერთ-ერთი მიღწევაა და ცალსახად ამართლებს
- +

4 ივლისი. 2016. 15:17



„გარდა სამ შტოდ დაყოფილი ხელისუფლებისა - და ეს არის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება - ერთი მხრივ, საჭიროა კონსოლიდაცია თითოული სტუქტურის გარშემო, მეორე მხრივ, აუცილებელია შიდა სტრუქტურული დიფერენციაცია", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ისაუბრა.  მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითი გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა იყო.


„ამის ნათელი მაგალითი იყო გასულ წელს, როდესაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება ისეთი მნიშვნელოვანი უწყების გაყოფისა, როგორიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიმაჩნია, რომ მმართველობის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი ხელისუფლების ერთ-ერთი მიღწევაა და ცალსახად ამართლებს", - განაცხადა ჩაკვეტაძემ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner