შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ახალშექმნილმა პარტიებმა ჯანდაცვის რეფორმები მიითვისეს.
„მიითვისა თუ არა ამა თუ იმ პარტიამ, არმინდა პარტიების დასახელება, მაგრამ როცა ვკითხულობდი ახლადშექმნილი პარტიების ჯანდაცვის რეფორმას, ბარაქალა მათ, რადგან ძალიან დაინტერესებულან ჩვენი მიმდინარე რეფორმებით და დიდი სიზუსტით გადაუკოპირებიათ ისინი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.