ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კორონავირუსისგან 429 პაციენტი განიკურნა, ხოლო რეგიონის მასშტაბით 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. 69 წლის ქალი რუხის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
რეგიონის მოქმედ კოვიდკლინიკებში მკურნალობის კურსს 276 პაციენტი გადის, მათ შორის 104 საშუალო სიმძიმის და უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი 26 კოვიდინფიცირებული.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 72 ადამიანი იმყოფება.