logo_geo
eng_logo
25 დეკემბრიდან, ბელგიის საზღვრის გადასაკვეთად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი იქნება საჭირო
- +

19 დეკემბერი. 2020. 17:16

 

 

25 დეკემბრიდან, ბელგიის საზღვრის გადასაკვეთად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხია საჭირო. გადაწყვეტილება ბელგიის ხელისუფლებამ მიიღო და მიზანი კორონავირუსის მესამე ტალღისგან ქვეყნის დაცვაა.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტესტის გარეშე, ბელგიაში სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვერ შეძლებენ შესვლას და ამ ნაბიჯის გადადგმა პანდემიის გადამწყვეტ ფაზაში ვირუსის შესაჩერებლად გარდაუვალია. ტესტის გარდა, სავალდებულოა სპეციალური ფორმის შევსებაც, სადაც პირადი მონაცემების და ბელგიაში ყოფნის პერიოდი იქნება დაფიქსირებული.

 

„არ იმოგზაუროთ - ეს არ არის თხოვნა. ეს არის მოწოდება. გაითვალისწინეთ, რომ ბევრ ქვეყანაში ბელგიაზე გაცილებით მძიმე კრიზისია. ჩვენ არ გვსურს დავკარგოთ ის, რაც ლოკდაუნმა და კომენდანტის საათმა მოგვიტანა. რამდენიმე კვირა დაგვჭირდა ჯანდაცვის სისტემის გადასარჩენად, სრული კოლაფსის თავიდან ასაცილებლად და ეს შეიძლება, რამდენიმე დღეში დავკარგოთ,”- განაცხადა ბელგიის მთავრობის მეთაურმა.

 

კრიზისის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სადღესასწაულო პერიოდი ყველაზე კრიზისული პერიოდია და შეზღუდვების მიმართ პასუხისმგებლობის გამოჩენაზე იქნება დამოკიდებული იანვარში ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.

 

„მინდა, ყველა გავაფრთხილო, მითითება მიიღეს ავიაკომპანიებმა და ტესტის გარეშე არც ერთ მგზავრს თვითმფრინავზე არ დაუშვებენ. რეისიდან მოიხსნებიან მგზავრები, რომლებსაც არ ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი. სავალდებულო ტესტის წარდგენა არ ვრცელდება მხოლოდ ბელგიის მოქალაქეებზე და რეზიდენტებზე. მათ მოუწევთ 10-დღიანი კარანტინი და მეშვიდე დღეს ტესტი კოვიდზე. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, მათ შეეძლებათ სახლის დატოვება. ვინც 48 საათზე მეტს გაატარებს ბელგიის გარეთ, ყველა მაღალი რისკის შემცველია,”- განაცხადა ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბროუკმა.

 

დღეიდან ბელგიის საზღვრებზე პოლიცია მონიტორინგს ამკაცრებს, რათა მეზობელი ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან მოქალაქეებმა მაღაზიებში სავაჭროდ გადასვლა ვერ შეძლონ. ნიდერლანდებისგან განსხვავებით, ბელგიაში მაღაზიები ღიაა. 18 დეკემბრიდან წითელი ზონიდან ბელგიაში შესულ მგზავრებზე ვრცელდება სავალდებულო 10 დღიანი კარანტინი.

 

„დისტანციური მუშაობა არ არის რეკომენდაცია. ეს სავალდებულოა და ყველამ უნდა დაიცვას წესები. იმ კომპანიების წინაღმდეგ, რომლებიც ამ ახალ ნორმას არ გაითვალისწინებენ უმკაცრეს ზომებს მივიღებთ. ყველა დაჯარიმდება და გამონაკლისის დაშვება არ მოხდება. მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში არის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური საგანგებო მდგომარეობა და ვირუსზე კონტროლის დამყარება ადვილი არ არის,” -განაცხადა ბელგიის პრემიერმა ალექსადრე დე კრომ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner