logo_geo
eng_logo
ნოე მეგრელიშვილი: რიგი ღონისძიებები იმედს გვაძლევს, რომ ჰაერის დაბინძურების ტენდენცია არ წავა უარესობისკენ
- +

4 ივლისი. 2016. 15:20



„საბედნიეროდ, რიგი ღონისძიებები, თუნდაც, საწვავის ხარისხის ძალიან მკვეთრი გაუმჯობესება და სახელმწიფო კონტროლის აღდგენა, გვაძლევს იმედს, რომ ჰაერის დაბინძურების ტენდენცია არ წავა უარესობისკენ, პირიქით, უკეთესობა იქნება", - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მთავარმა სპეციალისტმა ნოე მეგრელიშვილმა ისაუბრა.


„გარდა ამისა, ვიცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების კუთხითაც ტარდება ღონისძიებები. თუმცა, სასურველია, ტემპი იყოს უფრო სწრაფი. ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ეკონომიკის სამინისტროს უკვე აქვს კონკრეტული ხედვა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან განიხილა კიდეც ეს საკითხი - ანუ როგორ უნდა მოხდეს ტექნიკური დათვალიერების აღდგენა. წინასწარი სამუშაოები პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. დიდი იმედი გაქვს და გვჯერა, რომ 2018 წლიდან ტექდათვალიერება ძალაში შევა იმ სტანდარტებით, რომლებიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან", - აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner