logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საშობაოდ ოჯახის წევრების მონახულებისგან და დღესასწაული ვიდეოზარით მიულოცონ
- +

19 დეკემბერი. 2020. 18:32

 

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საშობაოდ ოჯახის წევრების მონახულებისგან და სანაცვლოდ მათ დღესასწაული ვიდეოზარის საშუალებით მიულოცონ, როგორც ამას უცხო ქვეყნების მისიაში მყოფი სამხედროები აკეთებენ.

 

გერმანიის კანცლერის განცხადება სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

„ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახლებიდან შორის დისლოცირებულმა ქალებმა და კაცებმა იციან, თუ რას ნიშნავს საყვარელ ადამიანებთან შეზღუდული კონტაქტი. მათ იციან, თუ რას ნიშნავს, როდესაც ერთად ყოფნის ნაცვლად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთმანეთის სკაიპით ნახვა. ის, რაც ჩვენ საშობაოდ გველოდება, ჩვეული მოვლენაა საზღვარგარეთ მისიებში მყოფი ხალხისთვის“, – განაცხადა გერმანიის ლიდერმა.

 

გერმანიაში 16 დეკემბრიდან მკაცრი კარანტინი გამოცხადდა, რომელიც სულ მცირე 10 იანვრამდე გაგრძელდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 31 300 ადამიანს, 702 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner