პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გოჩა ლორთქიფანიძის არჩევა მოსამართლედ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, დიდი აღიარებაა.
„გვეამაყება, რომ ასეთი პროფესიონალი, წლების განმავლობაში საჯარო სამსახურს და სახელისუფლებო გუნდს საუკეთესოდ წარმოადგენს და წარმატებით ემსახურება თავის ქვეყანას. საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ გოჩა ლორთქიფანიძეს და წარმატებებს ვუსურვებ!“- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატადაა წარდგენილი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.