თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში ჟანგბადის აპარატის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
შემთხვევა SANKO Üniversitesi-ის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.