logo_geo
eng_logo
„არსებობს საფუძველი, რომ გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიასა” და რუსეთს შორის მოლაპარაკებების თემას წარმოადგენს“
- +

4 ივლისი. 2016. 15:22



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკი განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერა „ევროპის სახალხო პარტიისა" და რუსეთის მოლაპარაკებების საგანია.



სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი აგრამუნტი იმყოფებოდა მოსკოვში, იქიდან ჩამოვიდა საქართველოში და გამართა შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მან გააკეთა განცხადებები, არა როგორც სახალხო პარტიის" ხელმძღვანელმა, არამედ როგორც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რომ რუსეთის მონაწილეობა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში უნდა განახლდეს, გარკვეული შეზღუდვები უნდა მოეხსნას. საფუძველი, ითქვას, რომ ევროპის სახალხო პარტიასა" და რუსეთს შორის მოლაპარაკებების თემას წარმოადგენს გიგი წერეთლის მხარდაჭერა, არსებობს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner