„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ ნამდვილი საფრთხეა მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
„ვინ არის მტერი - ამ შეკითხვას მუდმივად მისვამენ და პასუხია, რომ ჩვენი ცხოვრების წესისთვის, ჩვენი რესპუბლიკისთვის და ჩვენი დემოკრატიული პრინციპებისათვის ძირის გამოთხრა ბევრს სურს. რუსეთი უდავოდ ამ სიაშია“, - აღნიშნა პომპეომ.
მან რუსეთს ამერიკულ სახელმწიფო უწყებებზე, არასამთავრობო დაწესებულებებსა და კომპანიებზე განხორციელებულ ბოლო მასშტაბურ კობერშეტევაში დასდო ბრალი.