თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „კვირა“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტზე დეტალები უცნობია და მიმდინარეობს მოკვლევა.