logo_geo
eng_logo
ანჟელა არუთინიანმა: ტერაქტის შესახებ მითი სააკაშვილის მითითებით მისმა სპეცსამსახურებმა შეთხზეს!
- +

19 დეკემბერი. 2020. 20:24

 

 

„ყუმბარა ვოვას არ უსვრია და არც მტკიცებულება ან ვიდეოკადრები არსებობს, თითქოს საერთოდ ისროლეს. ამერიკული დაზვერვის ფარული კამერები საგულდაგულოდ აკონტროლებდნენ სიტუაციას და ეყოლებათ დაფიქსირებული როგორც ვოვა, ასევე ის პირი, ვინც ცხვირსახოცში გახვეული ყუმბარა ბუშის მახლობლად დადო!“ - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტზე ჯორჯ ბუშ-უმცროსზე არშემდგარი ტერაქტის ბრალდებით 2005 წელს დაპატიმრებული ვოვა არუთინიანის დედამ, ანჟელა არუთინიანმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ არანაირი ტერაქტი ბუნებაში არ ყოფილა! ბუში ხომ ცოცხალია?! უფრო მეტიც, ისე გაემგზავრა საქართველოდან, არც კი შეუტყვია, თითქოს ვინმე ლიკვიდაციას უპირებდა! ლიკვიდაცია კი არა, უკვე დაბეჯითებით გეუბნებით – მისთვის ყუმბარა არავის უსვრია, ხოლო ტერაქტის შესახებ მითი სააკაშვილის მითითებით მისმა სპეცსამსახურებმა შეთხზეს! ნახეთ, რას წერს სააკაშვილის დაცვის უფროსის მაშინდელი მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი (ხმამაღლა მიაკითხავს): „სწორედ იმ ადგილას ვიდექი, სადაც პოლონელმა ჟურნალისტმა არუთინიანს ფოტო გადაუღო. ჩემ გვერდით იჯდა მთელი ამერიკული მანქანა და გამორიცხული იყო, რამე მომხდარიყო. მეტიც, ფარული კამერები იღებდა ყველაფერს! ამერიკელებმა მთხოვეს საიდუმლოდ დარჩენილიყო და ამიტომაც, ვიდეომასალის შინაარსს ვერ გავახმაურებ!“

 

ჯერ ლამის გმირად შერაცხეს, ვინც ყუმბარა გაიტანა. მერე აღმოჩნდა, რომ სასწავლო ყოფილა და მაინც ვერ აფეთქდებოდა. მთავარი ისაა, რომ ყუმბარა ვოვას არ უსვრია და არც მტკიცებულება ან ვიდეოკადრები არსებობს, თითქოს საერთოდ ისროლეს. ამერიკული დაზვერვის ფარული კამერები საგულდაგულოდ აკონტროლებდნენ სიტუაციას და ეყოლებათ დაფიქსირებული როგორც ვოვა, ასევე ის პირი, ვინც ცხვირსახოცში გახვეული ყუმბარა ბუშის მახლობლად დადო!“ - განაცხადა ანჟელა არუთინიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner