დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი ამავე რაიონის გამგებელთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების მიწოდების ღონისძიებას დაესწრო, რომელიც დედის დღესთან დაკავშირებით, დავით აბულაძის სახელობის ქართულ-იტალიურ კლინიკაში გაიმართა.
ღონისძიება, რომელიც კლინიკასა და ვაკის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ჩატარდა.
მემორანდუმის თანახმა, მრავალშვილიანმა ქალბატონებმა უფასოდ კონსულტაცია და ის სამედიცინო გამოკვლევები მიიღეს, რომლებიც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით არ არის გათვალსიწინებული.
კლინიკის ხელმძღვანელის ხათუნა გარდაფხაძის განცხადებით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მიღებული სამედიცინო მომსახურების გარდა, მრავალშვილიან დედებს მედიკამენტები და კლინიკის 70%-მდე ფასდაკლების ვაუჩერებიც გადაეცათ, რომლითაც ქალბატონები და მათი ოჯახის წევრები წლის ბოლომდე ისარგებლებენ.
საქველმოქმედო ღონისძიება დილით დაიწყო და დღის ბოლომდე, ბოლო ბენეფიციარის მიღებამდე გაგრძელდება.