logo_geo
eng_logo
ანჟელა არუთინიანი: 15 წელი ვდუმდი ვოვას გამო, ჩემი შვილი უდანაშაულოა!
- +

19 დეკემბერი. 2020. 20:35

 

 

„15 წელი ვდუმდი, ისევ ვოვას გამო ვდუმდი, მეგონა, სიმართლის ხმამაღლა თქმით გავაღიზიანებდი საქართველოს ხელისუფლებასაც და გარე ძალებსაც...“ - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტზე ჯორჯ ბუშ-უმცროსზე არშემდგარი ტერაქტის ბრალდებით 2005 წელს დაპატიმრებული ვოვა არუთინიანის დედამ, ანჟელა არუთინიან გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„15 წელი ვდუმდი, ისევ ვოვას გამო ვდუმდი, მეგონა, სიმართლის ხმამაღლა თქმით გავაღიზიანებდი საქართველოს ხელისუფლებასაც და გარე ძალებსაც... მეგონა, ვითარება შეიცვლებოდა, ტანჯვას აკმარებდნენ და გაათავისუფლებდნენ... სამი დიპლომი მაქვს, ფრანგული ენის მასწავლებელი და უფროსი მეცნიერ-მუშაკი, შრომის ვეტერანი გახლავართ. ხომ ხედავთ, პენსიონერი და სოციალურად დაუცველი, უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობ! თავს ბაზარში ხელსახოცების გაყიდვით ვირჩენ. ვოვას ჩემ გარდა არავინ ჰყავს... 15 წელია, ციხეში ზის და ამ დროის მანძილზე შვილს არ შევხვედრივარ. პაემნის დროსაც კი შუშის ბარიერი გვყოფს, აკმარონ, რაც ციხეში იტანჯა! გაითვალისწინეთ – ეს 15 წელი სამარტოო საკანში გაატარა და დამლაპარაკებელიც არ ჰყოლია! მე რომ მოვკვდე, არავის გაახსენდება! უკვე 80 წლის ვარ და მარტო ის მასულდგმულებს, რომ შვილს ვჭირდები... მინდა მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა!“ - განაცხადა ანჟელა არუთინიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner