საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე არ არის მგალობელი და ეს უფლება მას გამონაკლისის სახით ჰქონდა.
„თამრიკო ჭოხონელიძე კარგია, რომ გალობდა. ხანდახან აქ იგალობა, თუმცა თამრიკო არ არის მგალობელი. ეს იყო შეღავათი, გამონაკლისი. თამრიკოს გარდა სხვასაც უგალობია აქ“, - აღნიშნა მამა ანდრიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე ჭოხონელიძე 10 წელი უწყვეტად გალობდა, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ გასაგებია და ეს მაინც გამონაკლისია.
„თამრიკო ხომ არ არის მგალობელი? მისი აქ მსახურებაზე გალობა გამონაკლისი იყო. არაუშავს მერე რაა“, - აცხადებს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
ჭოხონელიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ თავისი განცხადებების გამო მას გალობის შესაძლებლობა არ ეძლევა.