logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენს ოპონენტებს ბოლო არგუმენტი გამოეცალათ, რაზეც აპელირება შეეძლოთ და რადიკალურ დღის წესრიგზე გადავიდნენ
- +

19 დეკემბერი. 2020. 21:50

 

 

„ჩვენს ოპონენტებს ბოლო არგუმენტი გამოეცალათ, რაზეც აპელირება შეეძლოთ“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

 

„თუ მოლაპარაკებების დინამიკას შევხედავთ, ყველას გვექმნება შთაბეჭდილება, რომ პოზიციები დაახლოვდა და ამას ჩვენი ოპონენტებიც აღნიშნავდნენ. განწყობაც შეიქმნა, რომ შეთანხმება შედგებოდა. თუმცა ოპონენტების ნაწილმა შემდეგ რადიკალური ტონით დაიწყო საუბარი. ამასობაში გაირკვა ისიც, რომ პარალელური დათვლის შედეგებით საერთო ჯამში ემთხვეოდა ცესკოს მონაცემებს, რამაც შესაძლოა, ჩვენი ოპონენტების ნაწილი მწყობრიდან გამოიყვანა. მათ ბოლო არგუმენტი გამოეცალათ, რაზეც აპელირება შეეძლოთ და უბრალოდ გადავიდნენ რადიკალურ დღის წესრიგზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner