logo_geo
eng_logo
დავითაშვილის ბოლო თვეები და ხუმრობით ნათქვამი ასრულებული ოცნება
- +

19 დეკემბერი. 2020. 21:52

 

 

2 დეკემბერს პოლიტიკოსი  კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ამბავმა მთელი მისი გარემოცვა აალაპარაკა.

 

ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე. კობას ყველა დადებით კონტქსტში იხსენიებდა და მასთან დაკავშირებულ პოზიტიურ ამბებს იხსენებდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ეს ფარისევლობად ჩათვალა და გააპროტესტა.

 

ამ ტრაგედიიდან დაახლოებით ერთი თვე გავიდა და კობას შესახებ მისი ოჯახის ახლობლებმაც ღიად დაიწყეს საუბარი. პრესაში პოლიტიკოსის ბოლო თვეების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია:

 

სირთულეები გასული ზაფხულის ერთ ღამეს დაიწყო, როცა კობამ მუცელში გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო და შვილს დედის გაღვიძება სთხოვა. ინგამ სასწრაფო გამოიძახა. ერთი შეხედვით, მუცელში ყველაფერი რიგზე უნდა ყოფილიყო, თუმცა ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, რის გამოც სასწრაფოს ექიმებმა კობას კლინიკაში გადაყვანა შესთავაზეს. კობა უარობდა. მეუღლეს უთხრა, ყველაფერი სახლში გამიკეთეთო. ინგამაც ყველაფერი, რისი გაკეთებაც სახლის პირობებში შეიძლებაოდა - ექოსკოპია, რენტგენი, გადასხმები... - გაუკეთა, საგანგაშო არაფერი ჩანდა, თუმცა იყო რაღაც, რაც კობას სახლში ვერ გაუკეთეს - კომპიუტერული ტომოგრაფია. მისი შედეგები მაშინ გამოჩნდა, როცა სექტემბერში, წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია გაუკეთეს. ტომოგრაფიამ ჩვენა, რომ ამ ხნის განმავლობაში ბრმანაწლავი ჰქონია გახეთქილი...

 

მისი მეუღლე თავს იდანაშაულებდა, ეს როგორ გამორჩა, სინამდვილეში, ამას ვერც ექიმები მიხვდნენ და ეს ალბათ, შეუძლებელიც იყო.

 

ოპერაციის შემდეგ ის კვლავ სუსტად იყო. ბოლო პერიოდში არავის ნახვის და არაფრის სურვილი არ ჰქონდა, თითქმის ვეღარც ჭამდა. მხოლოდ ოჯახის წევრებს ეფერებოდა.

 

მისი უფროსი შვილი ამერიკაში სწავლობს. მამის დაკრძალვისთვის ჩამოვიდა, თუმცა დაწესებული შეზღუდვების გამო კარანტინში აღმოჩნდა და დაკრძალვას ვერ მიუსწრო.

 

კობა კასპის რაიონის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. ეს მისი ფარული ოცნება ყოფილა, რაც ხუმრობით თქვა - კი მინდა ეკლესიის ეზოში დასაფლავება, მაგრამ ვინ დამასაფლავებსო.

 

მას 5 შვილი დარჩა, მათგან - 2 არასრულწლოვანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner