გერმანიის ხელისუფლება ამერიკული კომპანია Pfizer-ისაგან დამატებით კორონავირუსის საწინააღმდეგო 30 მილიონ დოზას შეიძენს. გერმანია კომპანიასთან Pfizer/BionTech-ის 55,8 მილიონი დოზის შეძენაზე იყო შეთანხმებული.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, გერმანია კორონავირუსის ვაქცინის 85.8 მილიონ დოზას მიიღებს.
გარდა ამისა, გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 50.5 მილიონი დოზის შეძენას ამერიკული კომპანია Moderna-სგანაც გეგმავს.
გერმანია ასევე გეგმავს ათობით მილიონი დოზის ყიდვას სხვა დეველოპერებისგან, მათ შორის AstraZeneca-ს, CureVac-სა და Johnson & Johnson--ისგან.
ცნობისთვის, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან დაიწყება.