logo_geo
eng_logo
გერმანიის ხელისუფლება „ფაიზერისგან“ დამატებით ვაქცინის 30 მლნ დოზას შეიძენს
- +

19 დეკემბერი. 2020. 21:53

 

 

გერმანიის ხელისუფლება ამერიკული კომპანია Pfizer-ისაგან დამატებით კორონავირუსის საწინააღმდეგო 30 მილიონ დოზას შეიძენს. გერმანია კომპანიასთან Pfizer/BionTech-ის 55,8 მილიონი დოზის შეძენაზე იყო შეთანხმებული.

 

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, გერმანია კორონავირუსის ვაქცინის 85.8 მილიონ დოზას მიიღებს.

 

გარდა ამისა, გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 50.5 მილიონი დოზის შეძენას ამერიკული კომპანია Moderna-სგანაც გეგმავს.

 

გერმანია ასევე გეგმავს ათობით მილიონი დოზის ყიდვას სხვა დეველოპერებისგან, მათ შორის AstraZeneca-ს, CureVac-სა და Johnson & Johnson--ისგან.

 

ცნობისთვის, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner