logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი სულხან მოლაშვილზე: მხოლოდ ნაწილობრივ არის სამართლიანობა აღდგენილი
- +

4 ივლისი. 2016. 15:27



იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანის განცხადებით, სულხან მოლაშვილ წინა ხელისუფლების მსხვერპლია და სამართლიანობის აღდგენის პროცესი ამ საქმის გამოძიებასაც უკავშირდება.



სტრასბურგის სასამართლო, პირადად ჩემი მონაწილეობით, ყველაფერს ვაკეთებდით მის გადასარჩენად ციხეში, ქვეყნის შიგნით კი არაერთი ადამიანი, ვისაც შიში არ ქონდა მაშინდელი ხელისუფლების, გამბედაობას იჩენდა, ყველაფერს აკეთებდა ასევე მის გადასარჩენად. ასევე მრავალი ადამიანის ძალისხმევით გამოვიდა ცოცხალი ბატონი სულხანი ციხიდან, თუმცა ჩვენ გვაქვს დღეს ძალიან დიდი, ერთიანი ტკივილი, რაც დაკავშირებულია მის მაინც გარდაცვალებასთან, იმ დიდი ფიზიკური და მორალური ზიანის გამო, რაც მან ციხეში მიიღო.

 

რა თქმა უნდა, გამოძიება აუცილებლად ყოველთვის იყო მიჩნეული, ახლა მთავარია, რომ ის მაღალჩინოსნები, რომლებსა ის ხელს ადებდა, აღმოჩნდნენ ქართული სამართალდამცავების ხელში. მხოლოდ ნაწილობრივ არის სამართლიანობა აღდგენილი, რადგან ჩვენ მისი უფლებები სტრასბურგი სასამართლოს დონეზე, მისივე სიცოცხლეში ვაღიარეთ და აღვადგინეთ, მას ის რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, ყველაფერი აღუსრულდა და შეუსრულდა, რაც 2015 წელს მოხდა ჯერ კიდევ. რაც შეეხება გამოძიების ბოლომდე მიყვანას, ეს ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner