logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ რა პროცენტიც მიიღეს არჩევნებზე, ესაა მათი პოლიტიკური წონა
- +

19 დეკემბერი. 2020. 22:29

 

„ოპოზიციასთან მოლაპარაკებას ერთი რამ უშლის ხელს, კერძოდ ის რომ რიგმა ოპონენტებმა არჩევნები წააგეს. ისინი უკვე 8 წელია ვერ აცნობიერებენ, რომ გამოდიან არჩევნებზე და მარცხდებიან“, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„მათ უნდათ ძალაუფლება, ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ ერთადერთი გზაა ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. როდესაც ისინი გააცნობიერებენ, რომ მათ რა პროცენტიც მიიღეს არჩევნებზე, ეს არის მათი პოლიტიკური წონა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ელოდებიან.

 

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, როგორც ფასილიტატორი, ის ხედავს, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner