logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ კორონავირუსზე აიცრა
- +

19 დეკემბერი. 2020. 23:17

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელში პირველი პირია, რომელიც კორონავირუსზე აიცრა. ნეთანიაჰუს „ფაიზერის“ მიერ შემუშავებული ვაქცინა „ტელ ჰაშიომერის“ სამედიცინო ცენტრში გაუკეთეს.

 

ისრაელის პრემიერის აცრის ცერემონია ისრაელის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

 

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ვაქცინის მეორე დოზას 21 დღის შემდეგ მიიღებს.

 

მოქალაქეების მასობრივი ვაქცინაცია ისრაელში 20 დეკემბრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე ვაქცინას სამედიცინო მუშაკები, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები და მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლები მიიღებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner