logo_geo
eng_logo
აშშ-ში „მოდერნას“ ვაქცინის დისტრიბუცია დაიწყო
- +

19 დეკემბერი. 2020. 23:18

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუცია უკვე დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

აშშ-ის არმიის გენერლის გუსტავ პერნას თქმით, სავარაუდოდ ორშაბათს სატვირთო ავტომობილებით კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინას 3 700 სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში მიიტანენ.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ოფიციალურად დარეგისტრირდა კომპანია „მოდერნას“  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ვაქცინის გამოყენების ოფიციალური ნებართვა აშშ-ის წამლების და სურსათის ხარისხზე ზედამხედველობის სამმართველომ გასცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner