ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს ალექსანდრ ბორტნიკოვს შეხვდა.
თიბილოვის განცხადებით, ცხინვალი ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერებისკენ მიმართული სამუშაოების ჩატარებას აპირებს.
„ძირითადად, საუბარი შეეხო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის არსებული სამოკავშირეო შეთანხმების შესრულებას, რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს საზღვრის დაცვის კუთხით. საზღვარი ამჟამად სრულად დაკეტილია. უახლოეს პერიოდში დაიწყება საზღვრის გაძლიერება ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით", - განუცხადა თიბილოვმა გამოცემა „იზვესტიას".
მისი თქმით, ალექსანდრ ბორტნიკოვთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არ განიხილებოდა.
რაც შეეხება ე.წ. რეფერენდუმს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, თიბილოვის თქმით, აღნიშნული რეფერენდუმი 2017 წელს დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება.