ირანი მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტზე, რომელიც ფორდოში მდებარეობს, ახალი ობიექტის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ cbsnews.com იუწყება.
ახალი ობიექტის დანიშნულება უცნობია. თუმცა ნებისმიერმა აქტივობამ ამ ობიექტზე შეიძლება აშშ - ირანის ურთიერთობები კიდევ უფრო გაართულოს.
თანამგზავრული ფოტოები სააგენტო AP-მა კომპანია Maxar Technologies-გან მიიღო. ეს ობიექტი თეირანიდან 90 კილომეტრში მდებარეობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უკვე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გაფართოების შემთხვევაში ის თეირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს.
17 დეკემბერს ირანის პრეზიდენტმა ჰასაჰ რუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აუცილებლად გააუქმებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ და ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება.