logo_geo
eng_logo
ირანი ახალ ბირთვულ ობიექტს აშენებს
- +

20 დეკემბერი. 2020. 02:52

 

 

ირანი მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტზე, რომელიც ფორდოში მდებარეობს, ახალი ობიექტის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ  cbsnews.com იუწყება.

 

ახალი ობიექტის დანიშნულება უცნობია. თუმცა ნებისმიერმა აქტივობამ ამ ობიექტზე შეიძლება აშშ - ირანის ურთიერთობები კიდევ უფრო გაართულოს.

 

თანამგზავრული ფოტოები სააგენტო AP-მა კომპანია Maxar Technologies-გან მიიღო. ეს ობიექტი თეირანიდან 90 კილომეტრში მდებარეობს.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უკვე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გაფართოების შემთხვევაში ის თეირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს.

 

17 დეკემბერს ირანის პრეზიდენტმა ჰასაჰ რუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აუცილებლად გააუქმებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ და ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner