-
+
20 დეკემბერი. 2020. 10:43
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი მოქალაქეა, რომელმაც კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, - ამის შესახებ „Times Of Israel“ წერს.
მან „ფაიზერის“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
„ესაა ერთი მცირე ინექცია და ძალიან დიდი ნახტომი ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ვტოვებთ კორონავირუსის სიბნელეს და იწყება მოგზაურობა დიდი სინათლისკენ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ვაქცინა პრემიერ-მინისტრთან ერთად პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმაც გაიკეთა.
ისრაელმა „Pfizer/BioNtech“-ის მიერ წარმოებული ვაქცინის პირველი პარტია გასულ კვირას მიიღო.
წყარო :