ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 76 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 76 238 296 შემთხვევა გამოვლინდა, 1 684 816 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 990 390 გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 17 649 057 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 316 144 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.