-
+
20 დეკემბერი. 2020. 11:10
„უკრაინას საკუთარი ჰოლივუდი უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „The New York Times“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მეტი ამერიკული ინვესტიცია გვსურს სამრეწველო და გართობის სფეროში. გვსურს საკუთარი ჰოლივუდი გვქონდეს. ძალიან კარგი გადასაღები მოედნებია პრაღაში, უნგრეთში. უკრაინაშიც შეიძლება ასეთი მოედნების მოწყობა. ვფიქრობ, უკრაინას საკუთარი დისნეილენდიც უნდა ჰქონდეს. ჩვენი ბავშვები ამას იმსახურებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
წყარო :