ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, აფეთქების შედეგად, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „Tolo News“ ქვეყნის უშიშროების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აფეთქება სპინ კალაის მოედანზე მოხდა. აფეთქების სამიზნე, სავარაუდოდ, ავღანეთის პარლამენტის წევრის, ჰაჯი ხან მაჰმად ვარდაკის მანქანა იყო. თუმცა, ინციდენტის შედეგად პოლიტიკოსი არ დაშავებულა.