logo_geo
eng_logo
შვეიცარიაში „Pfizer“-ისა და „BioNTech“-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს
- +

20 დეკემბერი. 2020. 12:07

 

შვეიცარიის მედიკამენტების მარეგულირებელმა „Pfizer“-ისა და „BioNTech“-ის მიერ წარმოებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ „Bloomberg“ წერს.

 

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინა უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შვეიცარია ვაქცინის სამ მილიონ დოზას მომავალი ერთი წლის განმავლობაში მიიღებს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არც ერთი კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენებაზე არ იყო ნებართვა გაცემული.

 

შვეიცარიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 404 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 318 ათასამდე პირი გამოჯანმრთელდა, 6 500-ზე მეტი ადამიანი კი, ვირუსს ემსხვერპლა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner