„მსოფლიოს ბავშვებმა არ უნდა იდარდონ საშობაო საჩუქრების ლოჯისტისკის შესახებ. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, თავის საჩუქარს ყველა მიიღებს“, - ამის შესახებ დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. მისი თქმით, სანტა-კლაუსს ვაქცინა პირადად გაუკეთა.
„იმისათვის, რომ არავინ იღელვოს საშობაო საჩუქრების შესახებ, მე გავემგზავრე ჩრდილოეთ პოლუსზე. სანტა-კლაუსი პირადად ავცერი. გავუზომე იმუნიტეტის დონე და ვნახე, რომ ის საკმაოდ მაღალია. მას შეუძლია მშვიდად დაარიგოს საჩუქრები. სანტა ჯანმრთელადაა“, - უთხრა დოქტორმა ფაუჩიმ CNN-ს