logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი და მექსიკის პრეზიდენტი მიგრაციის საკითხზე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
- +

20 დეკემბერი. 2020. 13:14

 

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი მიგრაციის საკითხზე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ლოპეს ობრადორი და ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ რეგიონული მიგრაციის საკითხზე ახალ მიდგომას გამოიმუშავებენ, რომელიც მიგრანტებს „აშშ-ის მიმართულებით საშიში მოგზაურობის ალტერნატივას შესთავაზებს“.

 

მექსიკის პრეზიდენტმა და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა გამოთქვეს სურვილი, რომ გადაჭრან ის საკითხები, რომლებიც სალვადორიდან, გვატემალიდან, ჰონდურასიდან და სამხრეთ მექსიკიდან მიგრაციის მიზეზი ხდება.

 

როგორც ბაიდენის გუნდის განცხადებაშია აღნიშნული, არჩეულმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეიქმნება რეგიონული და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია მიგრაციისადმი ორგანიზებული და ჰუმანური მიდგომის ხელშესაწყობად და პატივს სცემს თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო ნორმებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner