„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს კორონავირუსი დაუდგინდა. ის მკურნალობას საკუთარ კლინიკაში გადის. მისი თქმით, ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. გია კიკაბიძის განცხადებით, ის კვლავ აგრძელებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მოვლასა და მკურნალობას“, - ინფორმაციას „TV პირველი“ ავრცელებს.
„თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ. რაიმე განსაკუთრებული ჩივილები არ მაქვს. ჩემს კლინიკაში მოვთავსდი და ვმკურნალობ. როდესაც კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დადის, შემოვლებს აკეთებს, პაციენტებს ნახულობს, მგონი, არაა ცუდი. ისინიც ინფიცირებულნი არიან და ჩემგან არანაირი საფრთხე არ არსებობს“, - აცხადებს გია კიკაბიძე.