logo_geo
eng_logo
ჯანმო: „კოვიდ-19“-ის ვირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირზე ვართ
- +

20 დეკემბერი. 2020. 14:06

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენასთან დაკავშირებით მჭიდრო კავშირზე არიან.

 

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წევრ ქვეყნებს და საზოგადოებას კორონავირუსის ახალი სახეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან, როდესაც უკეთ შეისწავლიან მის მახასიათებლებს.

 

„კოვიდ-19“-ის ვირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან ჩვენ მჭიდრო კავშირზე ვართ. ისინი გააგრძელებენ ინფორმაციის, ანალიზებისა და მიმდინარე კვლევების შედეგების გაზიარებას. ჩვენ წევრ ქვეყნებს და საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით, როგორც კი მეტს გავიგებთ ვირუსის ამ ვარიანტის მახასიათებლებსა და მის შედეგებზე“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

19 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში იდენტიფიცირებული კორონავირუსის ახალი შტამი შესაძლოა, 70 პროცენტით უფრო გადამდები იყოს. ვირუსის ახალი სახეობის დაფიქსირების გამო, ნიდერლანდებმა დიდ ბრიტანეთთან სამგზავრო ფრენა შეაჩერა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner