აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ მილპიტასში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ABC News იუწყება.
უცხოური მედიის ცნობით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი დროით 17:16 საათზე მივიდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის, სავაჭრო ცენტრში მყოფი ყველა პირი ევაკუირებულია.