logo_geo
eng_logo
ესპანეთში, შეზღუდვების მიუხედავად, 5 000-კაციანი კონცერტი გაიმართა
- +

20 დეკემბერი. 2020. 17:07

 

ესპანეთში, კორონავირუსის მესამე ტალღის საშიშროების მიუხედავად, 5 000-კაციანი კონცერტი გაიმართა.

 

გამოცემა „The Guardian“-ის ცნობით, ესპანელი მომღერალი რაფაელის კონცერტი მადრიდში გაიმართა.

 

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე მადრიდის მერმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ მიიღებდა, ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა გარდაუვალი იყო.

 

სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკის ფონზე, კონცერტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ღონისძიება უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდა.

 

დღეისათვის ესპანეთში კორონავირუსის 1 797 236 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაავადებას 48 926 ადამიანი ემსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner