logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: ილია მეორე მოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ერსა და ქვეყანას!
- +

3 მარტი. 2016. 13:30



„ჩვენი პატრიარქი არის ჩვენი სულიერი მამა და მისმა წინამძღოლობამ ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი სიკეთეები მოუტანა, ამიტომ რა წერია რეკომენდაციაში, საერთოდ არ მაინტერესებს", - ამის შესახებ ევროპული კომისიის მოხსენებაზე საუბრისას დეპუტატმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორს" განუცხადა.


პარლამენტარის თქმით, ილია მეორე მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.


„მე პატივს ვცემ ილია მეორეს და ვიცი, რა გააკეთა მან ჩვენი ერისთვის. და ის, ვინც ამ რეკომენდაციაზე იტყვის რომ სწორია, აიღოს ბოლო 10 წლის სტატისტიკა, რამდენი ნათლული ჰყავს ილია მეორეს და თუნდაც მარტო ამით განსაზღვროს, რა როლი აქვს პატრიარქს ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ილია მეორე საქართველოს პატრიარქია და ის მოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ერსა და ქვეყანას", - განაცხადა მიროტაძემ.


1 მარტს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს შესახებ, სადაც იძლევა რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად.  გარდა ამისა, ევროპული კომისიის შეფასებაში საქართველოს პატრიარქი დადანაშაულებულია სიძულვილის ენით საუბარში, რადგან მან ლგბტ ღონისძიებებს „ქართველი ერის შეურაცხყოფა", ჰომოსექსუალიზმს კი „დაავადება" უწოდა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner