logo_geo
eng_logo
ნინო ცხოიძე: ჩემი კოლეგების განცხადებებმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა, დავტოვო ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- +

21 დეკემბერი. 2020. 02:39

 

 

ჟურნალისტმა ნინო ცხოიძემ ჟურნალისტური ეთიკის ქართია დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას!

 

რამდენიმე წელია მიჩნდება სურვილი, დავტოვო ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომლის წევრიც 2009 წელს, ქარტიის დაარსებისთანავე იმიტომ გავხდი, რომ შინაგანი განწყობით, მუდამ ვიცავდი ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს და მინდოდა ამით სხვა კოლეგებისთვისაც მიმეცა მაგალითი. მაგრამ ყოველ წელს ვგრძნობდი, რომ დიდი სტაჟისმქონე ჟურნალსიტები მხოლოდ ქვორუმის შესავსებად და ხმის მისაცემად ვიყავით მიწვეული ქარტიის საერთო კრებაზე.

 

 2011 წელს, როცა კოლეგების მხრიდან ჩემი უფლებები დაირღვა, ქარტიას ვაცნობე, რაზეც მივიღე ასეთი პასუხი, ის კოლეგები ქარტიის წევრები არ არიან და ამ საკითხს ვერ განვიხილავთო.

 

მას შემდეგაც არაერთხელ დავრჩი უკმაყოფილო ქარტიის პოზიციით, რაც სხვადასხვა ჟურნალისტის ქმედებას უკავშირდებოდა და ეს პოზიცია ტენდენციურად მიმაჩნდა. მაგრამ ვერ მოვინდომე, რომ ოფიციალური წერილით მომემართა ქარტიის დატოვების შესახებ.

 

 ბოლო დროს კი განსაკუთრებით გამაღიზიანებელი გახდა ნიკა გვარამიას ამ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი ყოვლგაუმართლებელი აღვირახსნილობა, რომელიც აქამდე არაერთელ გვინახავს მისი მედია-საშუალებიდან. მაგრამ ქარტიას, რამდენადაც მახსოვს, მისი საქციელი არასდროს გაუკრიტიკებია. დღეს კი ჩემი კოლეგების განცხადებებმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა, დავტოვო ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც იმდენად შორსაა ჩემგან, რომ იმ ერთადერთ, ყოველწლიურ საერთო კრებაზე, გუშინ რომ ჩატარდა, დასწრებაც არ გამხსენებია“, - წერს ნინო ცხოიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner