logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: სააკაშვილის რეჟიმის მერამდენე მსხვერპლს ვკრძალავთ!
- +

4 ივლისი. 2016. 16:05



პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ია მეტრეველმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მეტრეველის განცხადებით, ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა მოლაშვილის წამებაში, სასწრაფოდ უნდა იქნას დასჯილი.


 

„2012 წლის შემდეგ უკვე მერამდენე ადამიანს ვკრძალავთ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია. ყველას გვახსოვს, როგორ ბარბაროსულად მოკლეს ვაზაგაშვილი, ბესო ხარძიანი. მაისაშვილსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს სწორედ იმიტომ,  რომ 6 მაისს მას სასტიკად გაუსწორდა სააკაშვილის პოლიცია. აღარ ვაპირებთ საზოგადოება გაჩუმებას და შეგუებას, რისთვის ისტუმრებდნენ სათითაოდ ამქვეყნიდან სამართლიანობისთვის მებრძოლ ხალხს. სულხანი სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა იმისთვის, რომ სამართლისთვის მიეღწია და დაემკვიდრებინა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ისე წავიდა, რომ ვერ ნახა ამ ქვეყანაში სამართალი. ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, რომ მიმდინარეობს  ხელმოწერების შეგროვება, სასწრაფოდ იქნენ დასჯილნი სულხან მოლაშვილის მკვლელები. კონკრეტულ შედეგებზე უნდა გავიდეთ. ბატონმა სულხანმა თავად დაასახელა კონკრეტული პირები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მის წამებაში და მოვითხოვთ, დროულად იყვნენ დასჯილები",- განაცხადა მეტრეველმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner