logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული და არც ორპარტიული, იქნება მრავალპარტიული
- +

21 დეკემბერი. 2020. 03:07

 

 

„ჭადრაკის ენით რომ ვისაუბროთ, მათ ორი სვლა აქვთ, ერთი არის მათთვის ცუდი და მეორე უარესი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სვლა და ყველა არის კარგი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისთვის და მისი სტაბილურობისთვის”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება ერთპარტიული.

 

„მათ არ აქვთ არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი მანევრი. ჭადრაკის ენით რომ ვისაუბროთ, მათ ორი სვლა აქვთ, ერთი არის მათთვის ცუდი და მეორე უარესი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სვლა და ყველა არის კარგი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისთვის და მისი სტაბილურობისთვის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა - რამდენიმე ვარიანტი, მანევრი, რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ეს ყველაფერი იმის გარანტიას ქმნის, რომ პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული. იქნება მრავალპარტიული“ ,- აღნიშნა კობახიძემ.

 

მისვე თქმით, წარდგენილი კანონპროექტებიც ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, მაგრამ სხვა მანევრები აქვთ, რაზეც ღიად ვერ ისაუბრებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner