logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ახალი შტამი იტალიაშიც დაფიქსირდა
- +

21 დეკემბერი. 2020. 10:50

 

 

იტალიის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, კორონავირუსის ახალი შტამი იტალიაშიც დაფიქსირდა. სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ადამიანი დიდი ბრიტანეთიდან რამდენიმე დღის წინ რომში დაბრუნდა და ამ დროისათვის იზოლაციაშია.

 

პაციენტზე მიმდინარეობს დაკვირვება და მონიტორინგის პროცესში დაფიქსირებულ ყველა ჩვენებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადასცემენ.

 

მანამდე იტალიამ დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო დიდ ბრიტანეთში 17 მილიონი ადამიანი ლოკდაუნის რეჟიმზეა გადასული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner