სიუნიქის პროვინციაში მოსახლეობის ნაწილი ერევან-გორისის გზის მონაკვეთზე შეიკრიბა. ისინი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დაგეგმილ ვიზიტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ფაშინიანს სიუნიქში არ შეუშვებენ.
სომხური მედიის ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული და სიტუაცია დაძაბულია.
NEWS.am იუწყება, რომ რამდენიმე საათის წინ ქალაქ გორისის მერი არუშან არუშანიანი დააკავეს, რომელმაც ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, ნიკოლ ფაშინიანი სიუნიქის პროვინციაში არ შეეშვათ.