logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: სულხან მოლაშვილი მაშინდელი რეჟიმის პოლიტიკური მსხვერპლია!
- +

4 ივლისი. 2016. 16:29


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი სულხან მოლაშვილის საქართველოში გადმოსვენების შემდეგ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ის იყო მაშინდელი რეჟიმის პოლიტიკური მსხვერპლი, იმ რეჟიმისა, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა.


„არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკულად უგულებელყოფილი იყო აქამდე. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილი ცნობილი იყო პოლიტიკურ პატიმრად. იმავე გადაწყვეტილებაში მითითებული იყო იმ პირთა დასჯის ვალდებულების შესახებ, ვინც მონაწილეობას იღებდა მის წამებაში. იმ ბრალდებით, რა ბრალდებითაც იჯდა სულხან მოლაშვილი, იგი თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მსხვერპლი იყო მაშინდელი რეჟიმის და ეს რეჟიმი მას ფიზიკურად გაუსწორდა", - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner