logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი სიუნიქის მოსახლეობას: მე მოვდივარ, რომ თვალებში ჩაგხედოთ
- +

21 დეკემბერი. 2020. 11:47

 

 

„მე მოვდივარ, რომ თვალებში ჩაგხედოთ, თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელშიც ის სიუნიქის პროვინციის მოსახლეობას მიმართავს.

 

ფაშინიანის თქმით, სიუნიქში დაგეგმილი ვიზიტის მიზანი არა ხალხის გაღიზიანება, სიტუაციის გამწვავება და „ჭრილობაზე მარილის დაყრა“, არამედ მოსახლეობასთან გულახდილი საუბარია.

 

„მე ეს გადაწყვეტილება სიუნიქის მოსახლეობის მიმართ პატივისცემისა და დაფასების გამოსახატად მივიღე. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ჩაგხედოთ თვალებში და თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს დილიდან სიუნიქის შესასვლელებთან მოსახლეობა შეიკრიბა, რომლებიც აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს პროვინციაში არ შეუშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner