logo_geo
eng_logo
ერაყში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა
- +

21 დეკემბერი. 2020. 11:55

 

 

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. კარგად დაცულ მწვანე ზონაში, სადაც დიპლომატიური მისიები და საცხოვრებელი კომპლექსია განთავსებული, „კატიუშას" ტიპის 8 რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტების უმეტესობა საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან და საცხოვრებელი კომპლექსის მიდამოებში ჩამოვარდა, ერთი მათგანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა. არავინ დაღუპულა, დაიჭრა ერთი სამხედრო და მცირედ დაზიანდა შენობები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში ითქვა, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და პომპეომ დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

 

აშშ-ის საელჩომ ერაყის ხელისუფლებას მსგავსი თავდასხმების აღკვეთისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა.

 

აშშ-ის ხელისუფლება ერაყს ირანული ექსტრემისტული ძალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ძალას არ აუღია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner