logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, რადგან მასზე გარედან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება
- +

4 ივლისი. 2016. 16:30


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის დღის წესრიგთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი არის შესანიშნავი პლატფორმა საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გასაწევად.



მისი თქმით, საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გაწევაზე ალიანსის წარმომადგენლები ვარშავის სამიტის ფარგლებში, NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.



ჩვენ გვექნება NATO-საქართველოს კომისიის სხდომა. ამ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას გამოვუცხადებთ მხარდაჭერას. ასევე ვისაუბრებთ, თუ რა გზით შეგვიძლია პრაქტიკული დახმარების გაწევა საქართველოსთვის. რამდენიმე თვის წინ ვესწრებოდი NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნას. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი პლატფორმაა საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარების გასაწევად. ჩვენ გავმართავთ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია თანამშრომლობა ჩვენს ახლო პარტნიორთან", - განაცხადა სტოლტენბერგმა.



მან ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიებში და განსაკუთრებით ავღანეთში.



„NATO ძალიან აქტიურად მონაწილეობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ამას აკეთებს, რადგან საქართველოზე გარედან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება.

ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, გააძლიეროს თავისი თავდაცვიუნარიანობა და პოტენციალი, გარე ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რადგან გარედან საქართველოზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება.

ჩრდიალოატლანტიკური ალიანსის სამეზობლოს სტაბილურობა NATO- უსაფრთხოებას ზრდის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner