logo_geo
eng_logo
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
- +

21 დეკემბერი. 2020. 16:12

 

 

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი 151 მილიონი ლარით განისაზღვრა. დღეს საკრებულომ ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს წევრებს 2021 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

 

ბათუმის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 68.226 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით - 15 909 000 ლარი.

 

45.9 მილიონი ლარი ბიუჯეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატა, რომელიც ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.

 

ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა გათვლილი.

 

„2021 წელს მთლიანი ასიგნებებით 151 მილიონი დაიხარჯება ბათუმისთვის. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება - ინფრასტრუქტურული, სადაც მასშტაბური პროექტები განხორციელდება, ჯანდაცვისა და სოციალური. ბიუჯეტის გაზრდა ამ მიმართულებებით განპირობებულია ერთი მხრივ, კაპიტალური ტრანსფერის საფუძველზე, რომელიც 1 მილიონ 900 ათასი ლარით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით, ხოლო მეორე მხრივ - შემოსულობებით. 2021 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეებსა და ბათუმზე ორიენტირებული ბიუჯეტი, რომელიც პასუხობს COVID 19-ის გამოწვევებს“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner