logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე
- +

4 ივლისი. 2016. 16:35


 

ექსპერტმა მამუკა არეშიძემ იმ კვლევებზე ისაუბრა, რომელიც „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა. არეშიძე მსგავს კვლევებს უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ არანაირი კვლევა არ სჭირდება იმისთვის, რომ ივარაუდოს მომავალი საპარლამენტო კონტურები



„რუსთავი 2"-მა კვლევა დაუკვეთა ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ყირიმში ჩატარებულ იმ კვლევებში, რომელსაც რუსეთი ეყრდნობოდა, რომელმაც ეს ტერიტორია მიიტაცა. ამიტომ ამ ორგანიზაციის არ მჯერა, შესაბამისად, მის კვლევას არ მივიჩნევ განხილვის ღირსად.

 

რაც შეეხება „ქართული ოცნების" დაკვეთილ კვლევას, აქაც ვერაფრით გამოვრციხავ ტენდენციურობას. სიმართლე გითხრათ, არ მჭირდება არანაირი კვლევა იმისთვის, რომ ვივარაუდო მომავალი პარლამენტის კონტურები.

 

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობის ბედს გადაწყვეტს მაჟორიტარების არჩევნები და ამ მიმართულებით  „ქართულ ოცნებას" კონკურენტები ნაკლებად ეყოლება.

 

ჩემი ვარაუდით, მაჟორიტარული  მანდატების 60-65%-ს სწორედ „ქართული ოცნება" აიღებს. ჩემი აზრით, 5-6 პარტიას აქვს შანსი, რომ პარლამენტში მოხვდეს. სავარაუდოდ მეორე-მესამე ადგილისთვის სერიოზული ბრძოლა გაიმართება. თუ „ნაციონალური მოძრაობა" მეორე ადგილზე გავიდა, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად დააყენებს არჩევნების გაყალების საკითხს, მიუხედავად იმისა, გაყალბდება თუ არა, და ამ ტალღაზე შეეცდება არეულობის ინსპირირებას.

 

აქ მნიშვნელოვანი იქნება, რამდენი ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბანზე. „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ამომრჩეველი მიიყვანოს არჩევნებზე.  ზოგიერთი ოპოზიციური პარტია კი, მათ შორის , „ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე", - აცხადებს მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner